April 26, 2024

სამხარაულის ექსპერტიზამ, შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ.-ს მამა შეურაცხადად ცნო

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად იქნა ცნობილი. 

 

ადვოკატის თქმით, აღნიშნული დასკვნის შედეგად, სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს თამაზ ხომასურიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს.

 

ამის შემდეგ კი, თამაზ ხომასურიძეს ხონის რაიონის სოფელ ხუტირში მდებარე აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. 

 

ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებიან.

წაკითხვა 337 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 07 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.