April 25, 2024

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები ხვალ განახლდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები ხვალ განახლდება.

ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმ ორგანიზაციების წევრებს შეხვდებიან, რომლებიც წლების განმავლობაში მართლმსაჯულების პრობლემატიკას სწავლობდნენ და აკვირდებოდნენ. 



როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ განაცხადა, მომავალ კვირაში შესაძლოა კონსულტაციები ადვოკატთა ასოციაციასთან, სახალხო დამცველთან, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართოს. 



„მომდევნო კვირაში გვაქვს სურვილი, რომ შევხვდეთ ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ გვინდა ამ პროცესში ჩავრთოთ პროფესიული წრეები, ფართო საზოგადოება და მაქსიმალურად მივაღწიოთ კონსენსუსს. პრეზიდენტის და თითოეული ჩვენგანის სურვილია, მივაღწიოთ საზოგადოების კონსენსუსს, ამ უმაღლეს თანამდებობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ. 

წაკითხვა 848 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.