ძალიან მძიმე სანახავი იყო - ვახტანგ გომელაური ლექსო ლაშქარავას საქმეზე
"ძალიან მძიმე სანახავი იყო" - ვახტანგ გომელაურმა ლექსო ლაშქარავას ცხედრის პროზექტურაში გადასვენების პროცედურის შესახებ ისაუბრა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში მან ბრიფინგებზე გამოქვეყნებულ კადრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი სურვილი არ ყოფილა ამ ვიდეო-მასალის გამოქვეყნება, რადგან მას ლაშქარავას ოჯახის წევრები, დედა, მეუღლე და შვილები ნახავდნენ.
"საზოგადოებაში წამოვიდა მოთხოვნა, გაგვეჟღერებინა რა მოხდა. ძალიან აიწია ტემპერატურამ და იძულებულები გავხდით მას შემდეგ რაც რუსთაველზე შეიკრიბა უამრავი მოქალაქე და ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვდა პასუხს. რაც ვიმუშავეთ სწრაფად, რაც გვქონდა, იძულებულები გავხდით ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა ხალხისთვის", - განაცხადა გომელაურმა.
კითხვაზე, რატომ მოხდა ლაშქარავას ცხედრის გადასვენება ექსპერტიზაზე დაჩქარებული წესით მაშინ, როდესაც დედა წინააღმდეგი იყო, მინისტრმა უპასუხა, რომ არათუ ნაჩქარევად, არამედ დაგვიანებულიც კი იყო ცხედრის გადასვენება და რომ ასეთი ფორმა პროცედურული ნაწილის შემადგენელია.
"6:12 საათზე მოხდა გამოძახება. მივიდა ადგილზე სასწრაფო, მას მჰიყვა პოლიციაც. ეს უკვე გამოძიების დაწყების წინაპირობაა. შემდეგ მოდის კრიმინალური პოლიცია, შსს-ს კრიმინალისტები, რომლებიც შემთხვევის ადგილს ამოწმებენ, შემდეგ უკვე მოდის სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე ამოწმებს ცხედარს და ადგენს პროზექტურაში გადასვენების საჭიროებას. ამ შემთხვევაში ოთხ საათნახევრის შემდეგ მოხდა გადასვენება. დედა იყო წინააღმდეგი. ჩვენ გვიწევს ხოლმე ასეთი წინააღმდეგობების წინაშე შეჯახება. ეს არის საგამოძიებო პროცედურა და აუცილებლად ჩასატარებელი პროცედურა. როდესაც საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, ეს აუცილებლად უნდა ჩატარდეს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სიახლეები
- "უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია" - ზელენსკი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის
- "პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია" - ლევან დავითაშვილი
- ირანის პრეზიდენტის ცხედარს თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში