"საქართველოს ბანკში" მძარცველის შეჭრის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

კახეთში, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მძარცველის შეჭრის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათი ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

„თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მძარცველი შეიარაღებულია ხელყუმბარით და მას 12 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

წაკითხვა 304 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 09 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.