ქალი, რომელიც თვითმკვლელობის მიზნით მტკვარში გადახტა, 500 ლარით არ დაუჯარიმებიათ

თბილისში, მეტეხის ხიდთან, ქალმა თვითმკვლელობა სცადა.

 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე მაშველებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და ქალი მტკვრიდან სამაშველო ნავის დახმარებით ამოიყვანეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა ქალბატონი თვითმკვლელობის უშედეგო მცდელობისთვის 500 ლარით დაჯარიმდა. თუმცა, როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ქალბატონი ადმინისტრაციული წესით არ დაუჯარიმებიათ.

​შეგახსენებთ, 17 დეკემბერს თბილისში, მეტეხის ხიდთან ანა ჭალიძემ თვითმკვლელობა სცადა. მან “ფეისბუქზე” პირდაპირი ეთერი ჩართო, რომელშიც იგი მის მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ ლაპარაკობდა.
წაკითხვა 1176 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.