ამ გვერდის ამობედვა

40 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ე.წ. გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

40 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ე.წ. გლდანის ციხეში მოთავსებული პატიმარი გარდაიცვალა.

34 წლის გიორგი ფასიეშვილი გუშინ, ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. მოგვიანებით პატიმრის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

 

ფასიაშვილი გათავისუფლებას ითხოვდა. პროტესტის ნიშნად კი საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარს აცხადებდა. ის სამართალდამცველებმა ერთი წლის წინ, მეზობლის დაჭრის ფაქტზე დააკავეს.

 

გარდაცვლილს ოზურგეთში, მის საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გადაასვენებენ.

 

მომხდართან დაკავშირებით ცოტა განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ყველანაირ დახმარებაზე უარს აცხადებდა, მათ შორის საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.

 

წყარო

წაკითხვა 973 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 18 2018