ამ გვერდის ამობედვა

დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

"შეიძლება ყველასთვის მოსაწონი არ იყო, რასაც ვაკეთებდით. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ წინააღმდეგობას თუ გაგიწევენ, უნდა დამორჩილდე. შეიძლება ეს სტანდარტია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის და მე ეს არ მინდა," - ეს განცხადება გადაწყვეტილების მიღებამდე დავით კირკიტაძემ სხდომათა დარბაზში გააკეთა.

დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და შიმშილობს.

წაკითხვა 808 ჯერ

სიახლეები