პოლიციამ სტალინის ვაგონთან მოსაშარდად მისული კაცი დააკავა

25 წლის კაცი, რომელიც ამბობს, რომ საბჭოთა ბელადის ვაგონთან მოსაშარდად მივიდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას qartli.ge შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მუზეუმის თანამშრომლებზე დაყრდნობით არცელებს.

სტალინის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის, ლია ოქროპირიძის განცხადებით, დაკავებული კაცის საქმეს შეწყალების კომისია სწავლობს: ,,ეს ბიჭი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. როგორც გავიგეთ, შეწყალების კომისიისთვის ოჯახის წევრებს მიუმართავთ. ჩვენ ვაცნობეთ, რომ დაკავებულ მამაკაცთან არავითარი პრეტენზია გვაქვს. არ არის დაზიანებული ვაგონის კარები, არ არის დაკაგული რამე და ა.შ." - ამბობს ლია ოქროპირიძე.

ახალგაზრდა მამაკაცი ღამით ვაგონთან ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. ის კიბეებზე ავიდა და ვაგონის კარებთან გაჩერდა. ამ დროს ჩაირთო სიგნალიზაცია. დაცვის პოლიციამ პატრული გამოიძახა და კაცი, რომელიც ვაგონთან იმყოფებოდა, დააკავეს.

თავის ახსნა-განმარტებაში ბრალდებული აცხადებს, რომ ის იყო ნასვამ მდგომარეობაში და ვაგონთან მოსაშარდად მივიდა და არანაირი განზრახვა ჰქონია ვაგონის გაქურდვის.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა კაცი სტალინის ვაგონის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული სასჯელს უკვე 1 წელია იხდის. საქმესთან დაკავშირებით შეწყალების კომისიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

წაკითხვა 1320 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.