ამ გვერდის ამობედვა

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდა

პარლამენტმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს.

 

ცვლილებების მიხედვით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდა. შესაბამისად, გამოძიებას ზვიად გამსახურდიას გარადცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების შეწყვეტის ვალდებულება აღარ აქვს.

 


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმის გაგრძელებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ამასთან დაკავშირებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა.

წაკითხვა 848 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 27 2018