ამ გვერდის ამობედვა

სისხლიანი დაპირისპირება თიანეთში - მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი მამაკაცი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დაბა თი­ა­ნეთ­ში, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია 2 და დაჭ­რი­ლია 1 ადა­მი­ა­ნი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას ატა­რე­ბენ. და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

 

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა მა­მა­კა­ცებს შო­რის თი­ა­ნე­თის სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო­ში მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მის მე­უღ­ლეა. ის თი­ა­ნეთ­ში ხა­რა­გა­უ­ლი­დან იყო ჩა­სუ­ლი.

წაკითხვა 1090 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 03 2019