ამ გვერდის ამობედვა

9 თვის ბავშვი, რომელიც ბებიას ჰყავდა ჩაბარებული, სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 9 თვის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ბავშვი ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფს გამოძახებისას ბიჭუნა გარდაცვლილი დახვდა.

 

მომხდარის შესაძლო ვერსიები არ სახელდება. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ჯანმრთელი იყო. გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში ექსპერტიზა უტარდება.

წაკითხვა 1130 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 08 2019