ამ გვერდის ამობედვა

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ილია ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. „ინტერპესნიუსი“ დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

 

ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

 

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წაკითხვა 238 ჯერ

სიახლეები