ამ გვერდის ამობედვა

"დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე" - ავთანდილ გალდავა ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის, ავთანდილ გალდავას განცხადებით, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი სუიციდის შედეგად არის გარდაცვლილი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ელოშვილის სახლთან განუცხადა, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.

 

„დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ავთანდილ გალდავამ.

 

გარდაცვლილის ცხედარი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

წაკითხვა 272 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 01 2022

სიახლეები