"სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება გრძელდება - ამ კლინიკაში მკურნალობა ვერ წარმომიდგენია"
ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები კლინიკა "ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ. "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება გრძელდება და ამასთან, კლინიკიდან გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვას აპირებენ.
მისივე განცხადებით, სიმპტომური მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებაა მოსალოდნელი.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დასკვნები, რომელიც ცენტრს აქვს გაცემული, სრულიად რელევანტურია. ის პროგნოზები, რომელიც არის გაკეთებული, სწორია. ამჟამად გვაქვს სწორედ იმ მდგომარეობის დამძიმება, რაც ცენტრ "ემპათიას"რეკომენდაციების შეუსრულებლობამ გამოიწვია. ამ კლინიკაში მკურნალობა ვერ წარმომიდგენია. მე მგონი, თვითონ კლინიკის სპეციალისტები ამას ალბათ გააცნობიერებენ. თუ ისინი იქნებიან მიუკერძოებულები და ობიექტურები, ამ დასკვნამდე თვითონ უნდა მივიდნენ," - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
სიახლეები
- "ზოგს ეჩვენება, რომ პუტინი სამუდამოდაა და ომს დასასრული არ აქვს, ეს ილუზიებია, რომელთა გაქარწყლება გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი"
- "თუ ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ და იქითკენ გასული" - პრეზიდენტი
- „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა
- "მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი აღარ საუბრობს დასავლეთზე, როგორც „ომის პარტიაზე“, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა" - პრეზიდენტი
- "საშუალება გვაქვს სწორედ ამ არჩევნების გზით, მომავალი წლის ივნისში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაგვიხსნან" - პრეზიდენტი ახალგაზრდებს