ამ გვერდის ამობედვა

"შეიძლება სულაც არ ჩაძინებოდა..." - რას ამბობს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი

"არა­ვი­თა­რი შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი არაა მი­ღე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის პერ­სო­ნა­ლი უზრნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს დას­ვე­ნე­ბით, ყო­ველ წუთ­ში გა­მო­ძა­ხე­ბე­ბია."

ამის შე­სა­ხებ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლის ად­ვო­კატ­მა ვახ­ტანგ თა­ლაკ­ვა­ძემ "თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალ­ში" ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლი უნდა წა­რუდ­გი­ნონ.

 

"იქ ბევ­რი ისე­თი სა­კი­თხია, რო­მე­ლიც გა­სარ­კვე­ვია. მა­გა­ლი­თად ის, რომ 27 გა­მო­ძა­ხე­ბა ჰქონ­და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­ნიშ­ნულ პერ­სო­ნალს მძღოლ­თან ერ­თად. არა­ვი­თა­რი შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი არაა მი­ღე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ეს მედ­პერ­სო­ნა­ლი უზრნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს დას­ვე­ნე­ბით. ყო­ველ წუთ­ში გა­მო­ძა­ხე­ბე­ბია. ზო­გი­ერ­თი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და, რომ მძღოლს ჩა­ე­ძი­ნა. ეს არის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა, შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ ჩა­ძი­ნე­ბო­და და გა­დაღ­ლი­ლო­ბის­გან ადა­მი­ა­ნი გა­ი­თი­შოს", - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

 

მი­სი­ვე თქმით, მთე­ლი რიგი ექ­სპერ­ტი­ზე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

 

"რომ წა­რად­გე­ნენ ბრალ­დე­ბას, უნდა წა­ვი­კი­თხო, რაში სდე­ბენ ბრალს, რა გა­ა­კე­თა. მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი რომ დარ­ღვე­უ­ლია, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ რა მი­ზე­ზით გან­ხორ­ცი­ელ­და, არ მგო­ნია გა­მო­ძი­ე­ბას დად­გე­ნი­ლი ჰქონ­დეს. აქ მთე­ლი რიგი ექ­სპერ­ტი­ზე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგარი მუშებს დაეჯახა. გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 12 ადამიანი. 

წაკითხვა 813 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 10 2019