ამ გვერდის ამობედვა

მარნეულში აივნის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

მარნეულში მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აივნის ჩამონგრევის შედეგად, გარდაცვლილია 40 წლამდე ქალი, ასევე რვა თვის ორსული.

 

საავადმყოფოშია გადაყვანილი ორი მოზარდი. რვა წლის ბავშვი, რომელიც შედარებით მძიმე მდგომარეობაშია თბილისში გადაიყვანეს.

 

ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სამაშველო სამსახური და ექსპერტ-კრიმინალისტები.

 

მეხუთე სართულის აივანი დღეს მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ავარიულია.

წაკითხვა 236 ჯერ