ამ გვერდის ამობედვა

გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა

გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

როგორც ჟურნალისტებს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ხევიდან ორივე პირის ამოყვანა შეძლეს.

 

დაშავებული ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაბამისი დახმარება უტარდება.

 

არსებული ინფორმაციით, დაღუპული ტურისტია.

წაკითხვა 242 ჯერ

სიახლეები