ამ გვერდის ამობედვა

სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა

სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, სოსო გო­გაშ­ვილს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე არ­სენ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რე გო­გაშ­ვი­ლის 50 000 - ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და, ბრალ­დე­ბის მხა­რე კი - პა­ტიმ­რო­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გო­გაშ­ვი­ლის მიერ და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის შემ­დეგ და­ი­ხუ­რა. პრო­კუ­რო­რის, მაია სი­ლა­გა­ძის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი გრი­ფით „სა­ი­დუმ­ლო“ დო­კუ­მენ­ტებს და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს შე­ი­ცავს, შე­სა­ბა­მი­სად, სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო.

 

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი 16 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.), 157-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა, გავ­რცე­ლე­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) და 236 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით ოთხი­დან შვიდ წლამ­დე.

წაკითხვა 252 ჯერ

სიახლეები