სარალიძის საქმის გამო თბილისის მერია დაჯარიმდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტომ თბილისის მერია 1000 ლარით დააჯარიმა.

საქმე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემების განსაჯაროებას ეხება. სააგენტოს გადაწყვეტილებას სარალიძის ადვოკატი აქვეყნებს.

 

 

ცნობისთვის: თბილისის მერიამ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციისა და პარლამენტთან ნაძვის ხის განთავსების შესახებ განმარტებასთან ერთად ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემები გაავრცელა.

 

კერძოდ, გასული წლის 11 ნოემბერს მერიის პრეს–სამსახურის მიერ ჟურნალისტებისთვის და სხვა გამომწერებისთვის გაგზავნილ იმეილს სამი ფაილი ჰქონდა მიმაგრებული. მერიის მიერ ზაზა სარალიძისთვის მიწერილი პასუხის დასკანერებული ვერსია, მერიის განცხადება და თვითონ სარალიძის მიერ თბილისის მერისთვის, კახა კალაძისთვის მიწერილი წერილი, რომელშიც იგი კალაძეს აცნობებს, რომ 31 დეკემბრამდე აგრძელებს პარლამენტთან საპროტესტო აქციას და კარვის დადგმის უფლებას ითხოვს. ამ წერილში ჩანს სარალიძის საცხოვრებელი მისამართი, მისი ტელეფონის ნომერი და მისი ხელმოწერა.

 

წერილის დასკანირებულ ვერსიას იმეილში, PDF დოკუმენტში, თან ერთვის სარალიძის პირადობის მოწმობის (ორივე მხირდან) დასკანირებული ვერსია, სადაც გარკვევით ჩანს სარალიძის პირადი ნომერი, ხელმოწერა და პირადობის მოწმობაზე დატანილი სხვა პერსონალური მონაცემები.

წაკითხვა 1087 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 18 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.