ამ გვერდის ამობედვა

შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ შს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და მძევლები გათავისუფლებული არიან.

 

„დაკავებულია ერთ პირი. სპეცოპერაცია არის დასრულებული. ყველა მძევალი არის თავისუფალი“, - აღნიშნა მან.

 

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით 12:00 საათზე შეიჭრა. თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.

წაკითხვა 235 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 20 2022