ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე შსს-მ 16 პირი დააკავა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდა.

 

როგორც უწყებაში თქვეს, ამ საქმეზე ჯამში დაკავებულია 16 პირი.

 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

 

მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

 

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.

 

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები,"- თქვეს შსს-ში.

 

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ამ საქმეზე ნაციონალების აქტივისტები გამოკითხეს, მათგან ორი დები ირმა და ინგა ხოროიშვილები კი, სავარაუდოდ, დააკავეს.

 

მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში ილაპარაკა. როგორც ის აცხადებს, უკანონო ჩანაწერების საქმეზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ადამიანი.

წაკითხვა 736 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.