"ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი მივიღე" - მიხეილ სააკაშვილი
მე, ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი და დავრჩები საპატიმროში ყველა ლეტალური დაავადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც მსოფლიოში რუსეთის გარდა, არავინ აღიარებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა.
მისივე თქმით, სასამართლომ დაუჯერა ხელისუფლების ექსპერტებს, რომლებმაც თავიც კი არ შეიწუხეს მის სანახავად და არა საერთაშორისო ნობელიანტ ექსპერტებს.
„ქართული სასამართლო მოსმენა აბსოლუტური ხუმრობა აღმოჩნდა. მეორე მხრივ, ჩვენი მტკიცებულება ეფუძნებოდა ზედმიწევნით ჩატარებულ გამოკვლევებს, რომლებიც ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიისა და საქართველოს წამყვანი ექიმების მიერ. თითქმის ყველა მათგანმა მომინახულა მე, ზოგიერთმა მათგანმა რამდენჯერმეც. ხელისუფლების ექსპერტებმა თავიც კი არ შეიწუხეს, რომ ერთხელ მაინც ვენახე, მაგრამ სასამართლომ მათ დაუჯერა და არა საერთაშორისო გუნდს, რომელშიც შედიოდა ნობელის პრიზიორი, რომელმაც თქვა, რომ თუ მე საპატიმროში დავრჩები, მოვკვდები.
აქედან გამომდინარე, ახლა მე, ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი და დავრჩები საპატიმროში ყველა ლეტალური დაავადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც მსოფლიოში არავინ, რუსეთის გარდა, არ აღიარებს. შემთხვევითობა არაა, რომ ლავროვმა შეაქო საქართველოს მთავრობა რამდენჯერმე გასული კვირის განმავლობაში და ასევე თავს დამესხა მე. პუტინმა პირობა დადო, რომ „კვერცხებით ჩამომკიდებდა“ და ეტყობა, თავისი მარიონეტული რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მეშვეობით აკეთებს ამას“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი