"სმიტების საქმიანობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თუ ვისთან, რა წრესთან ჰქონდათ მათ ურთიერთობა"

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამერიკაში ჩასვლას და სმიტების ნათესავების გამოკითხვას აპრილში გეგმავს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, სმიტების ნათესავების დაკითხვასთან დაკავშირებით თანხმობა უკვე მიიღო. მისივე თქმით, კომუნიკაცია ჰქონდა თავად სმიტების ოჯახის ახლობლებთან, რომლებიც ასევე თანახმა არიან, გამოიკითხონ.

 

„დაცვის მხარე ვითხოვდით, რომ დაზარალებულების გამოკითხვა მომხდარიყო, ამ შემთხვევაში სმიტის ოჯახის წევრები გამოგვეკითხა. ამასთან დაკავშირებით, კომუნიკაცია დავამყარეთ მათთან და მათი თანხმობის საფუძველზე შევხვდები და გამოვკითხავ. ვფიქრობ, ისინი მნიშვნელოვან ინფორმაციას მომაწვდიან, რაც გამოძიებას არ აქვს. სმიტების საქმიანობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინფორმაცია, თუ ვისთან, რა წრესთან ჰქონდათ გარდაცვლილებს ურთიერთობა.

ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულომ მომცა ნება, სმიტების ოჯახის წევრები გამოვკითხო. კონსულს შევხვდი, გასაუბრება გავიარე და ამის შემდეგ თანხმობა განაცხადა“, - განაცხადა კობაიძემ.

 

რაც შეეხება მალხაზ კობაურს, ადვოკატის თქმით, ბრალდებული ელოდება, როდის განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები მის საქმეს.

 

„მას მოლოდინი აქვს, რომ აუცილებლად გამართლდება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

 

მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე კვლავ ნაფიცი მსაჯულების შერჩევა მიმდინაროებს. არსებული ინფორმაციით, მათი მონაწილეობით საქმის განხილვა მარტიდან დაიწყება.

წაკითხვა 699 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.