March 29, 2024

"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მალხაზ კობაური გაუპატიურებისა და მკვლელობის კუთხით იყოს გამართლებული"

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე უკვე 14-დან 12 ნაფიცი მსაჯულია შერჩეული,

- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება.

 

„თითქმის დავასრულეთ ნაფიცი მსაჯულების შერჩევა, 14 ნაფიცი მსაჯულიდან შევარჩიეთ 12, თუმცა ვაპირებთ, რომ კიდევ 3 ნაფიცი მსაჯული შევარჩიოთ, ვინაიდან ერთ-ერთ შერჩეულ ნაფიც მსაჯულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, და გვსურს თავი დავიზღვიოთ. ეს რთული პროცესია. დაახლოებით 1000 კაცი იყო დაბარებული გასაუბრებაზე და აქედან მხოლოდ 12 შევარჩიეთ. სასამართლოზე მსჯელობა, დიდი ალბათობით, წავა იმაზეც, თუ რატომ არ შეატყობინა მან პოლიციას, ნაფიც მსაჯულებს ამაზეც მოუწევთ მსჯელობა. დაცვის მხარის მთავარი მიზანია, რომ გაუპატიურების და მკვლელობის კუთხით იყოს გამართლებული.

აშშ-ს საკონსულომ გამოთქვა სურვილი, რომ სასამართლო პროცესებს დაესწროს, რაც ძალიან კარგია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მათ სჯერათ ჩვენი არგუმენტების. მე მივიღე საკონსულოსგან თანხმობა და სავარაუდოდ აპრილში გავემგზავრები აშშ-ში. მე რაიან სმიტის ძმას ვესაუბრე და ის მზად არის შემხვდეს ", - განაცხადა კობაიძემ.

 

შეგახსენებთ, პროკურატურამ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, კობაურს ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა. მანამდე მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.

წაკითხვა 893 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 18 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.