ამ გვერდის ამობედვა

"იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს"- "ვივამედი" განცხადებას ავრცელებს

კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დი" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი არ ემორ­ჩი­ლე­ბა მე­დი­კო­სე­ბის მი­თი­თე­ბას და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარს ამ­ბობს.კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დი" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი არ ემორ­ჩი­ლე­ბა მე­დი­კო­სე­ბის მი­თი­თე­ბას და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარს ამ­ბობს.


ამი­ტომ მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, მი­მარ­თონ, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს, რათა შე­ა­ფა­სოს პა­ცი­ენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და­ყოვ­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა.


"მო­გახ­სე­ნებთ, რომ პა­ცი­ენ­ტი მ. სა­ა­კაშ­ვი­ლი, კლი­ნი­კა ვი­ვა­მედ­ში იმ­ყო­ფე­ბა 2022 წლის 12 მა­ი­სი­დან დღემ­დე. პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის სრუ­ლი სპექტრი, და­ეს­ვა დი­აგ­ნო­ზი და გა­ნე­სა­ზღვრა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მა.


მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად ჩვენს მი­მართ არ­ნა­ხუ­ლი ზე­წო­ლი­სა, ვცდი­ლობ­დით დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა პა­ცი­ენ­ტი, რომ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი, რაც ოქ­ტომ­ბრის თვემ­დე მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­მოგ­ვდი­ო­და და სა­ხე­ზე იყო შე­სამ­ჩნე­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ხოლო ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტი უარს აცხა­დებს შე­თა­ვა­ზე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ, ესა თუ ის პრე­პა­რა­ტი ან პრო­ცე­დუ­რა და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა, მის სუ­ბი­ექ­ტურ ან ობი­ექ­ტურ მო­ნა­ცე­მებ­ზე.


შე­სა­ბა­მი­სად ბოლო თვის მან­ძილ­ზე, პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა მხო­ლოდ სიმპტო­მურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, უნ­დობ­ლო­ბას აცხა­დებს მედ­პერ­სო­ნა­ლის მი­მართ და უარს ამ­ბობს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მა­ზე.შე­დე­გად სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი „ვი­ვა­მე­დი“, და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად იღებს უზარ­მა­ზარ რე­პუ­ტა­ცი­ულ დარ­ტყმას (მა­გა­ლი­თად: არ ვმკურ­ნა­ლობთ, ვერ ვმკურ­ნა­ლობთ და ა.შ.), რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია.


სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მედ­პერ­სო­ნა­ლი იძუ­ლე­ბით ვე­რა­ვის უმ­კურ­ნა­ლებს. ყვე­ლა­ფე­რი ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბით, მივ­მარ­თოთ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს, შე­ა­ფა­სოს პა­ცი­ენტ მ. სა­ა­კაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“ შემ­დგო­მი და­ყოვ­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან ის სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ო­ბა, რა­ზეც თან­ხმო­ბას აცხა­დებს, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში" - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წაკითხვა 229 ჯერ

სიახლეები