ამ გვერდის ამობედვა

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ლაზარე გრიგორიადისს თმა მთლიანად გადაპარსეს"- პენიტენციური სამსახური

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ლაზარე გრიგორიადისს თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ასევე სიცრუეა, რომ ლაზარე გრიგორიადისთან არ შეუშვეს ადვოკატი

2023 წლის 31 მარტს 11:00 საათზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას. მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა“, – ნათქვამია განცხადებაში.

 
წაკითხვა 311 ჯერ