ამ გვერდის ამობედვა

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

რა გახდა მე-10 სართულიდან მოზარდის გადმოვარდნის მიზეზი უცნობია.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები.

წაკითხვა 280 ჯერ