ამ გვერდის ამობედვა

„წერილი საკმაოდ მძიმეა და სავარაუდოდ, ახლოა რეალობასთან“ – ლევან ალაფიშვილი

„მთავარია, რომ წერილის შინაარსთან დაკავშირებით საზოგადოებას მსჯელობის საშუალება მიეცა. როგორც გამოჩნდა, აღნიშნული წერილის შინაარსი საკმაოდ  მძიმეა და  სავარაუდოდ, ახლოს არის რეალობასთან“, –აღნიშნა „გურია ნიუსთან“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.  

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყება მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

 

„პროკურატურა პასუხისმგებლობას თავიდან ვერაირიდეს. ჯერჯრობით, ვერ ვიტყვი, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ საგამოძიებო უწყებაგულგრილობას იჩენს, მაგრამ წერილთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიების გაგრძელება შეეძლო“, _ აღნიშნა ალაფიშვილმა.

წაკითხვა 2852 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 08 2019