შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარია ნაპოვნი.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე- მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
სტიქიის ადგილას იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი.
ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი