ამ გვერდის ამობედვა

უმძიმესი დანაშაული გორში - შვილმა მამა მოკლა, ცხედარი კი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა

გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქორდში შვილ­მა მამა მოკ­ლა, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით კი ცხე­და­რი თბი­ლის­ში კუთ­ვნილ აგა­რაკ­ზე გა­და­ი­ტა­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

ბრალ­დე­ბუ­ლი 28 წლის მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა.

 

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ი. და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და რომ, ბრალ­დე­ბულ­მა გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, მა­მას - 1956 წელს და­ბა­დე­ბულ უ.ი.-ს სა­ნა­დი­რო თო­ფით, თა­ვის არე­ში, სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ცხე­და­რი თბი­ლის­ში კუთ­ვნილ აგა­რაკ­ზე გა­და­ი­ტა­ნა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - სა­ნა­დი­რო თოფი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წაკითხვა 425 ჯერ

სიახლეები