April 18, 2024

რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მშობლების აქცია განახლდება

დღეს, რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მშობლების პროტესტი განახლდება. აქცია საღამოს, 18:00 საათზე დაიწყება.

 

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ მათი შვილების მკვლელობის საქმეები ისევ გამოუძიებელია და ხელისუფლება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს.

„ჩვენ არ ვართ მხოლოდ და მხოლოდ შვილმოკლული მშობლები. ჩვენ ვართ უკვე სისტემის მსხვერპლი,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძე და მაჩალიკაშვილი საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებენ. ისინი რუსთაველზე ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს რომ დანაშაულებები ისევ გამოუძიებელია. აქციაზე ჩამოსვლას გეგმავენ პანკისელებიც.

„აქციები გაგრძელდება მანამ სანამ არ დაკმაყოფილდება ჩემი და ზაზა სარალიძის მოთხოვნები. მაშინ იქნება დამაკმაყოფილებელი ყველაფერი, როდესაც დაისჯება ბატონი გომელაური, გოგაშვილი და ის სპეცრაზმელი. -აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

წყარო ,,რუსთავი 2''

წაკითხვა 1418 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.