ამ გვერდის ამობედვა

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოში ბოლო ეტაპზეა.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე ისაუბრა.

მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა ადვოკატები კი ამბობენ, რომ ბრალდების მხარე სუსტი დასკვნითი სიტყვით წარდგა, რადგან იმ მოწმის ჩვენებებზე დაყრდნობით ისაუბრა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

პროცესს ესწრებოდა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძეც, თუმცა მან სასამართლო პროტესტის ნიშნად, სხდომის დაწყებიდან მალევე დატოვა.

მორიგი სხდომა 2-რ აპრილს გაიმართება, სადაც უკვე დაცვის მხარე წარდგება დასკვნითი სიტყვით.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს დაიღუპა.

imedinews.ge

წაკითხვა 802 ჯერ