ამ გვერდის ამობედვა

რა წერია წამების პრევენციის კომიტეტის მიერ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულ ანგარიშში

"ვი­ვა­მედ­ში“, პა­ცი­ენ­ტი С-ს ოთა­ხებ­ში იყო 3 სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა, რო­მელ­თა­გან ერთი იღებ­და მას სა­წოლ­ში - ეს არა მხო­ლოდ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფაა, არა­მედ მისი ღირ­სე­ბის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაც.

"წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ან ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბი­სა თუ დას­ჯის პრე­ვენ­ცი­ის ევ­რო­პულ­მა კო­მი­ტეტ­მა“ კო­მი­ტე­ტის დე­ლე­გა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

"ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კა­ში ვი­ზი­ტი­სას დე­ლე­გა­ცი­ას ჰქონ­და ძა­ლი­ან კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კლი­ნი­კის მე­ნე­ჯმენ­ტთან და პერ­სო­ნალ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით, ოთა­ხებ­ში წვდო­მი­სა და პა­ცი­ენ­ტებ­თან პი­რად სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუმ­ცა, დე­ლე­გა­ცი­ას არ მი­ე­წო­და სრუ­ლი, და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი და შე­უ­ზღუ­და­ვი წვდო­მა შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­ი­ლებ­ზე და სხვა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­ზი­ტის პირ­ველ დღეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, დე­ლე­გა­ცია შეხ­ვდა გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორს და ზო­გი­ერთ მკურ­ნალ ექიმს და შეძ­ლო გაც­ნო­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მე­ებს ვი­ზი­ტის მე­ო­რე დღეს.

"ვი­ზი­ტის დროს დე­ლე­გა­ცი­ას არ გა­უ­გია კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ სამ და­ცულ პა­ლა­ტა­ზე მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც ჩანს, ატ­მოს­ფე­რო მშვი­დი იყო და რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტმა და­დე­ბი­თად ისა­უბ­რა რო­გორც ჯან­დაც­ვის, ასე­ვე სა­პა­ტიმ­როს პერ­სო­ნა­ლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა დე­ლე­გა­ცი­ას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი­დან აც­ნო­ბეს პა­ტი­მარ­თა ორი სა­ჩი­ვა­რი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც არის სა­უ­ბა­რი, რო­მელ­საც ან­გა­რი­შის ავ­ტო­რე­ბი, რო­გორც "პა­ცი­ენტ C”-ს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ დე­ლე­გა­ცი­ას ეც­ნო­ბა ბ-ნი C-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩი­ვა­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ სა­ვა­რა­უ­დო ფი­ზი­კუ­რი არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც ის 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს რუს­თა­ვის No12 ცი­ხი­დან ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბ-ნი C ამ­ტკი­ცებ­და, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ხუთ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა მას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ია­ტაკ­ზე და­აწ­ვი­ნა და რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა მუშ­ტი.

მისი თქმით, არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის სა­ბა­ბი იყო ის, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს მისი სა­ა­თის წარ­თმე­ვა სურ­დათ, რომ­ლის ტა­რე­ბაც ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აკ­რძა­ლუ­ლი იყო. ამ ბრალ­დე­ბებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო.

"კო­მი­ტე­ტი ითხოვს ინ­ფორ­მი­რე­ბას ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გის შე­სა­ხებ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, დე­ლე­გა­ცი­ამ, ასე­ვე, გა­მო­ავ­ლი­ნა რე­ა­ლუ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მე­ბის და მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მის არარ­სე­ბო­ბა, ექი­მებს, რო­გორც ჩანს, მცი­რე ან სა­ერ­თოდ არ აქვთ ცოდ­ნა იმ მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც პა­ცი­ენ­ტებს მათი სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის კო­ლე­გე­ბი უტა­რე­ბენ. რო­გორც ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბა­ტო­ნი C-ის შემ­თხვე­ვა­ში, აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი ზო­გი­ერ­თი სიმპტო­მი და პა­თო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნა მა­ინც არ იყო საკ­მა­რი­სად გა­მოკ­ვლე­უ­ლი.

"კო­მი­ტე­ტი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

"კი­დევ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ნაკ­ლი იყო ის, რომ კლი­ნი­კა­ში არ მუ­შა­ობ­დნენ არც ფსი­ქი­ატ­რი და არც კლი­ნი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი. წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ან ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბი­სა თუ დას­ჯის პრე­ვენ­ცი­ის ევ­რო­პუ­ლი კო­მი­ტე­ტი“ რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა, რომ გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯე­ბი და კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ და­ცულ პა­ლა­ტა­ში გა­დაყ­ვა­ნილ პა­ტიმ­რებ­ზე ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის (მათ შო­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის) ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს.

მე-5 სარ­თულ­ზე (სა­დაც ბა­ტო­ნი C იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი), ატ­მოს­ფე­რო კი­დევ უფრო დამ­თრგუნ­ვე­ლი იყო სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის გამო. მის ოთა­ხებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო 3 სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა, რო­მელ­თა­გან ერთი მუდ­მი­ვად იღებ­და მას სა­წოლ­ში. ეს არა მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფა იყო, არა­მედ მისი ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაც.

აშ­კა­რა იყო, რომ სათ­ვალ­თვა­ლო მო­ნი­ტო­რინ­გის მი­ზანს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და თე­რა­პი­ულ პრო­ცეს­თან. პა­ცი­ენტზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და არა ჯან­დაც­ვის პერ­სო­ნა­ლი.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ, გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე, ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ცია და პრო­ცე­დუ­რა ჩა­ტარ­და კა­მე­რით და­ფა­რულ ოთა­ხებ­ში, დე­ლე­გა­ცი­ის ექი­მებს არ გაჰ­კვირ­ვე­ბი­ათ, რომ მას არ ჰქონ­და ნდო­ბა პერ­სო­ნა­ლის მი­მართ და რომ ში­შობ­და, რომ სენ­სი­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია მის სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­ე­ცე­მო­და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და სხვა არა­უფ­ლე­ბა­მო­სილ პი­რებს (ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჩათ­ვლით).

შე­ჯა­მე­ბის­თვის, "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კის მე-4, მე-5 და მე-6 სარ­თუ­ლებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი და შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო თე­რა­პი­უ­ლი გა­რე­მოს შექ­მნას­თან. მე-5 სარ­თულ­ზე, პრო­ცე­დუ­რე­ბი­სას ად­გი­ლი ჰქონ­და სა­მე­დი­ცი­ნო კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის სრულ უარ­ყო­ფას, რა­მაც და­ა­ზი­ა­ნა სა­ჭი­რო ნდო­ბა პა­ცი­ენ­ტსა და ჯან­დაც­ვის პერ­სო­ნალს შო­რის და შე­არ­ყია მისი სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

წაკითხვა 114 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 18 2024

სიახლეები