ამ გვერდის ამობედვა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

პოლონური მედიის ცნობით, ინციდენტი ლიპნიცისდასახლებაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლული  24 წლისაა.

კიდევ ერთი საქართველოს  მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი დაშავებულია.

ჟურნალისტების ცნობით, ჩხუბი ლიპნიცაშიმცხოვრებ საქართველოსა და  უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა.

ინციდენტის მონაწილეებმა ცივი იარაღი გამოიყენეს.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

1tv.ge

წაკითხვა 783 ჯერ

სიახლეები