"კობაური რეალურად, მსხვერპლი, შემსწრე იყო ამ სიტუაციის"- ადვოკატი

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატები მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

აღნიშნული ინფორმაცია კობაურის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა ჟურნალისტებს გორის რაიონულ სასამართლოში მიაწოდა.

 

"ჩვენი მხრიდან წამოყენებული იქნა წინადადება, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა დანაშაულის შეუტყობინებლობასთან მიმართებაში იმსჯელონ, თუ ამის ინტერესი იქნება. კობაური იყო ფაქტის შემსწრე და შესაძლოა, ამ კუთხით იყოს მსჯელობა.

ჩვენს დასკვნით სიტყვაში ყურადღება ყველა გამოკვლეულ მტკიცებულებაზე გავამახვილეთ. ფაქტობრივად, გარდა ვარაუდებისა, არანაირი პირდაპირი სახის მტკიცებულება არ არის. მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო და ნაფიცი მსაჯულები შესაბამის ვერდიქტს გამოიტანენ", - განაცხადა მამულაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, კობაურმა დღეს თავის საბოლოო სიტყვაში მის უდანაშაულობაზე ისაუბრა.

 

"კობაურმა, როგორც ჩვენებაში, ასევე დღესაც აღწერა რეალურად, რა მონაწილეობა მიიღო საქმეში. ის რეალურად, მსხვერპლი, შემსწრე იყო ამ სიტუაციის. მან დიდი მორალური წნეხი განიცადა, მორალური სახის ზიანს განიცდის დღესაც. მასაც მოლოდინი აქვს, რომ შესაბამისი შედეგი დადგება", - განაცხადა მამულაშვილმა.

 

ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად დაახლოებით, ერთ საათში გავლენ.

წაკითხვა 718 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 25 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.