"მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები - ეს ხალხი მთლიანად ივანიშვილის სინდისზეა"
მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები. ეს არის ის ხალხი, ვინც არის მთლიანად ივანიშვილის სინდისზე,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილმა მოუწოდა მათ, საქართველო დაეტოვებინათ.
„მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები. ეს არის ის ხალხი, ვინც არის მთლიანად ივანიშვილის სინდისზე. ივანიშვილმა მოუწოდა მათ, საქართველო დაეტოვებინათ. ესენი არიან, მამები, რომელთან ჰქონდათ არჩევანი, უარი ეთქვათ თავის ოჯახზე. მრავალი წელი რომ მიდიხარ, შვილი და მეუღლე ვერ მიგყავს, უარს ამბობ საკუთარ ოჯახში ყოფნაზე, ოღონდ ამ ბავშვს და ოჯახს საჭმელი ჰქონდეს. 20 ათასი დოლარი მოაგროვეს ყველა წყაროდან და ახლა ჩაუვარდნენ ნარკოკარტელებს ხელში. ეს ნიშნავს, რომ ახლა უნდა შეაგროვონ ფული ოჯახებმა და გამოიყვანონ უკან. ალბათ, სახლს და ყველაფერს დაკარგავენ, შესაძლოა, სიცოცხლეც. ივანიშვილმა მოუწოდა, წადით უცხოეთშიო. როგორ სძინავთ ივანიშვილს და მის ხელქვეითებს, როგორ არ აწუხებთ რაიმე ადამიანური“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, მექსიკის საზღვართან გატაცება მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა. 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. გატაცებულებს შორის არიან ქალებიც.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"