ამ გვერდის ამობედვა

"ის რეალურად, მსხვერპლი, შემსწრე იყო ამ სიტუაციის" - რაზე ისაუბრა მალხაზ კობაურმა საბოლოო სიტყვაში

ხა­დას ხე­ო­ბა­ში სმი­ტე­ბის ოჯა­ხის სამი წევ­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის

ად­ვო­კა­ტე­ბი მუხ­ლის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას ითხო­ვენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კო­ბა­უ­რის ად­ვო­კატ­მა, ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ა­წო­და.

"ჩვე­ნი მხრი­დან წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა წი­ნა­და­დე­ბა, რომ ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში იმ­სჯე­ლონ, თუ ამის ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბა. კო­ბა­უ­რი იყო ფაქ­ტის შემ­სწრე და შე­საძ­ლოა, ამ კუ­თხით იყოს მსჯე­ლო­ბა.

ჩვენს დას­კვნით სი­ტყვა­ში ყუ­რა­დღე­ბა ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლეთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, გარ­და ვა­რა­უ­დე­ბი­სა, არა­ნა­ი­რი პირ­და­პი­რი სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ სა­სა­მარ­თლო და ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი შე­სა­ბა­მის ვერ­დიქტს გა­მო­ი­ტა­ნენ", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

 მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კო­ბა­ურ­მა დღეს თა­ვის სა­ბო­ლოო სი­ტყვა­ში მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"კო­ბა­ურ­მა, რო­გორც ჩვე­ნე­ბა­ში, ასე­ვე დღე­საც აღ­წე­რა რე­ა­ლუ­რად, რა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო საქ­მე­ში. ის რე­ა­ლუ­რად, მსხვერ­პლი, შემ­სწრე იყო ამ სი­ტუ­ა­ცი­ის. მან დიდი მო­რა­ლუ­რი წნე­ხი გა­ნი­ცა­და, მო­რა­ლუ­რი სა­ხის ზი­ანს გა­ნიც­დის დღე­საც. მა­საც მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გი დად­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ვერ­დიქ­ტის გა­მო­სა­ტა­ნად და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ სა­ათ­ში გავ­ლენ.

მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრა­ლად ედე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ", მე-2 ნა­წი­ლის "ბ", მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით და 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას სხვა და­ნა­შა­უ­ლის გა­ად­ვი­ლე­ბი­სა და და­ფარ­ვის მიზ­ნით, სამი პი­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბას, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ მკვლე­ლო­ბა­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20-წლამ­დე, ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ambebi.ge

წაკითხვა 1672 ჯერ

სიახლეები