მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.
კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში.
მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ტეგები:
სიახლეები
- „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ევროპის მასშტაბით დივერსიებს ამზადებს
- “კვირაზე მეტია, უშედეგოდ ველით პასუხს” – ქუთაისში მოქმედი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე
- "სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება" -კახა კალაძე
- "ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია"