ამ გვერდის ამობედვა

მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა შეეფარდა

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატირების საქმეზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში კობაურის ოჯახის უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შეუძლოდ გახდა კობაურის დედა, ასევე ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც გონება დაკარგა. ისინი რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა გამოაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4 საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

 

კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც.

წაკითხვა 1201 ჯერ