ამ გვერდის ამობედვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭავჭავაძის გამზირზე აქციის 4 მონაწილის დაკავება დაადასტურა

  
 
ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა   საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით  4 პირი დააკავეს.
 
აქციის მონაწილეებმა ტრაგედიის ადგილზე,სადაც ორი მუშა დაიღუპა,შესვლა სცადეს,თუმცა ამის უფლება პოლიციამ არ მისცა. შეკრებილები პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის  და თბილისი მერის მისვლას ითხოვენ. 
 
  გუშინ ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე,  მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
 
    მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კონპანიას კი ჯარიმა დაეკისრა.
 
 
წაკითხვა 1068 ჯერ