ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმის ახალი მოწმე ფარდულში მომხდარი დაპირისპირების ახალ გარემოებებზე საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების,გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც 15:30 საათზეა დანიშნული, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

 

დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარემ გასულ სხდომაზე წარმოთქვა.

 

როგორც სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, საქმეში ახალი მოწმე ლ.ნ. არის, რომლის ჩვენებითაც მსჯავრდებული გ.ბ.-ს მიერ დავით სარალიძის ეპიზოდში დანის გამოყენება დასტურდება. აღნიშნულს დაცვის მხარე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მოწმეს ამ ეპიზოდთან მიმართებაში კონკრეტული ჩვენება არ მიუცია.

 

„ინტერპრესნიუსმა“ ახალი მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან ნაწყვეტი მოიპოვა. ლ.ნ.-ს ჩვენების მიხედვით, მან ტაქსიში მსჯავრდებული გ.ბ.-სგან მოისმინა ფარდულში განვითარებული მოვლენების შესახებ.

 

„თავიდან ფარდულში მიმდინარე მოვლენებზე დაიწყო. გ.ჯ. ფარდულში შეაგდოო, როგორც მე მივხვდი, ის საუბრობდა, როცა ცდილობდა გ.ჯ. გამოეძვრინა მაგ სიტუაციიდან, მაგრამ შემდგომ თქვა, გამოვეცალეო მაგ ყველაფერს და მერე თქვა, წკაპ, წკაპ დავარტყიო“, - განაცხადა მოწმემ თავის ჩვენებაში.

 

სწორედ, აღნიშნულ ჩვენებას და ასევე სხვა ფაქტებს ეყრდნობა ბრალდების მხარე, როცა აცხადებს, რომ გ.ბ.-მ დავით სარალიძის ეპიზოდში დანა გამოიყენა. დაცვის მხარე კი აღნიშნავს, რომ მოწმე ლ.ნ.-ს ჩვენებიდან ნათელია, რომ გ.ბ. ფარდულიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს ფრაზას „წკაპ, დავარტყიო“. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ჩვენებით არ დასტურდება, რომ ეს ფრაზა გ.ბ.-მ სარალიძესთან მიმართებაში თქვა.

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.

წაკითხვა 778 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 02 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.