"ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, ია კერზაიას შვილს დაზარალებულად ვერ ცნობენ"
პროკურატურა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილის, ბაჩანა შენგელიას განცხადებას პასუხობს.
გენერალური პროკურატურის განცხადებაში განმარტებულია, რომ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ვიდრე არ დადგინდება ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით ჩადენილი კანონდარღვევა და გარდაცვალების მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოკვეთება, ია კერზაიას შვილს დაზარალებულად ვერ ცნობენ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება 2018 წლის ნოემბერში, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
"პროკურატურა განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია,”-ნათქვამია განცხადებაში.
ბაჩანა შენგელია დღეს გენერალურ პროკურორს სარჩელით მიმართავს. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ითხოვს უკანონოდ იყოს მიჩნეული პროკურატურის უარი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე. შენგელია ითხოვს შალვა თადუმაძემ საქმე პირადად განიხილოს.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი