March 29, 2024

დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესები დახურულია

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში  დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით დღევანდელი და მომდევნო პროცესები დაიხურება.მიზეზი კი დარბაზში  კირკიტაძის მხარდამჭერთა შეძახილებია.
 
დღევანდელ სხდომაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს 4 თანამშრომელი დაიკითხა, რომლებიც ველისციხის ინციდენტთან არიან დაკავშირებულები.მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კირკიტაძე შს სამინისტროს კუთვნილ ავტობუსში მჯდარ პოლიციელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
 
სხდომას ბრალდებული, დაცვის მხარე და პროკურორები ესწრებოდნენ. 
 
 შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის "  ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის გურჯაანში გასული  წლის 17 დეკემბერს  დააკავა. 
წაკითხვა 911 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.