March 29, 2024

ე.წ კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი საპატიმროდან გათავისუფლდა

 
ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა.ისრუსეთში, ორენბურგის ოლქში მდებარე ციხეში იხდიდა სასჯელს. 
 
  საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის" ინფორმაციით  მის შემდგომ ბედს სამართალდამცველები გადაწყვეტენ.
 
„დღეს მისი სასჯელის მოხდის ვადა ამოიწურა. ტარიელ ონიანი გათავისუფლებულია კოლონიიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით. მისი შემდგომი ბედი სამართალდამცველების კომპეტენციაშია“ - აღნიშნეს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში.
წაკითხვა 1011 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.