ამ გვერდის ამობედვა

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით გორში 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2 პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ხ. და 1998 წელს დაბადებული ნ.ჭ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მაღაზიათა ქსელ „სპარის“ გორის ფილიალში შეაღწიეს, ფარულად დაეუფლნენ ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

newposts.ge

წაკითხვა 770 ჯერ

სიახლეები