შსს ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს
შსს ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს, რაც საშუალებას მისცემს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, ადგილზე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სისტემა საშუალებას მისცემს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, ადგილზე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები და პრევენციული ხასიათის მატარებელი საპოლიციო ქმედების ფარგლებში გადაამოწმოს ისინი.
გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, წლის ბოლომდე გაიზრდება ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ძირითად ქალაქებში იმოძრავებენ და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს შესაბამის სანქციას დააკისრებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგინა.
სიახლეები
- "საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- "გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება"
- "ვინც ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია, არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი
- "დროა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან"- საპატრიარქო
- "დღეს ქვეყანა გადასარჩენია" - თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ