85 წლის მამაკაცი, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, დაკავებულია
პოლიციამ 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა.
როგორც შსს-შ აცხადებენ, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ო.გ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სიახლეები
- "ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, მეგობრულ ურთიერთობაში, რომლითაც ჩვენ აშშ-ს ვუყურებთ"
- "გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს განხილვა"
- "დერეკ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო"
- "საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად" - თაკო ჩარკვიანი
- "ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია" - გიორგი გახარია