ამ გვერდის ამობედვა

4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ საგარეჯოს პოლიციაში მას სცემეს

სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა, 85 წლის ომარ გამყრელიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საგარეჯოს პოლიციაში მასზე იძალადეს.მისი თქმით, პოლიციელები აიძულებდნენ 4 ადამიანის მკვლელობა ეღიარებინა.

"წვეტიანი ფეხსაცმელებით მცემდნენ, მირტყამდნენ ქუსლებში, კეფაში და თავში. ვეხვეწებოდი არავინ მომიკლავს, ,როგორ ვესროდი ცოლს, შვილს და მეზობლებს. ვეხვეწებოდი, ხალხი არ ხართ, რომ მირტყამთ ამ ასაკის კაცს?! სულ დალურჯებული ვარ. მე არავინ მომიკლავს. ამას დავამტკიცებ, რომ მართალი კაცი ვიყო შვილოშვილებთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ომარ გამყრელიძე ბრალდებულია შვილის, რძლის და ორი ნათესავის მკვლელობაში, ასევე, მეუღლის დაჭრაში.

წაკითხვა 907 ჯერ

სიახლეები