ამ გვერდის ამობედვა

4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

მო­სა­მარ­თლე თა­მარ კა­პა­ნა­ძემ, პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­უ­ფარ­და.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე, დაც­ვის მხა­რე იმის გათ­ვა­ლისწნე­ბით, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ხან­დაზ­მუ­ლია, პა­ტიმ­რო­ბა­ზე უფრო მსუ­ბუქ აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ არ ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლეს რამ­დენ­ჯერ­მა მი­მარ­თა სი­ტყვით და აცხა­დებ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია, მისი შვი­ლი, რძა­ლი და ორი მე­ზო­ბე­ლი სხვამ მოკ­ლა. ომარ გამ­ყრე­ლი­ძე ასე­ვე ამ­ტკი­ცებ­და, რომ და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სა­გა­რე­ჯო­ში პო­ლი­ცის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რის, ვლა­დი­მერ ბე­ქიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას სა­ვა­რა­უ­დოდ ორი ია­რა­ღია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი - გე­კოს ტი­პის თოფი და ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. გარ­და ამი­სა, გამ­ყრე­ლი­ძის სახ­ლის დამ­ხმა­რე სა­თავ­სო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია სა­ნა­დი­რო თოფი, საბ­რძო­ლო ვაზ­ნე­ბი და მჭი­დი.

 წი­ნა­სა­მარ­თლო სხდო­მა 25 ივ­ნისს 12:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა
შე­გახ­სე­ნებთ, რომ 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს,წი­ნაღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 236-ე მუხ­ლი და­ე­მა­ტა, რაც გუ­ლის­ხმობს ცეცლ­სას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის შე­ნახ­ვა- ტა­რე­ბას.
ambebi.ge
წაკითხვა 632 ჯერ