"მალხაზ მაჩალიკაშვილი 100 %-ით პოტენციური ტერორისტია"

ვამბობ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი 100 %-ით პოტენციური ტერორისტია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს.

 

გოგაშვილი, რომლის წინააღმდეგაც, სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა, აღნიშნავს, რომ „დღეს ტერორისტებს ახალი სტილი აქვთ, თავს აღარ იფეთქებენ, ისინი ავტომატური იარაღით ანადგურებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ასე სჩადიან მასიურ მკვლელობებს. ჩემი ვარაუდით, ესენიც ასე გეგმავდნენ. შესაძლოა, აფეთქებასაც გეგმავდნენ. მასალებს ბოლომდე რომ გავეცნობი, შემდეგ 100 პროცენტით ვიტყვი, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ ის 100 პროცენტით პოტენციური ტერორისტია.

 

ის ამას გეგმავდა, კონკრეტული დავალება მისცა, ადგილზეც ნამყოფები არიან, შესწავლილი აქვთ ის ადგილი და თავიდან ბოლომდე იცოდნენ სად, რა ხდებოდა. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ეს ფაქტი არ მოხდა და რომ მას ამის განზრახვა ჰქონდა. თუ ის ამას გააკეთებდა, ეს იქნებოდა შემდგარი დანაშაული მსხვერპლით და, რა თქმა უნდა, რეზონანსული საქმე იქნებოდა - მოკლავდნენ გოგაშვილს და მის თანმხლებ პირებს“, - აცხადებს გოგაშვილი.

წაკითხვა 705 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.